სკრინინგ-აქცია თეთრიწყაროში

15:26, 05.07.2026

თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ-აქცია გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით. ესარგებლათ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით. სკრინინგის პროცესს სამედიცინო მხარდაჭერას თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის მედპერსონალი უწევდა. კამპანიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით მარტიდან ახორციელებს და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი