სკოლის რეაბილიტაცია სოფელ ველისციხეში

18:27, 01.10.2026

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის ორი კორპუსიდან ერთის დემონტაჟი განხორციელდება, მეორე კი გარემონტდება. სკოლის 500-მდე მოსწავლე ერთი თვით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პედაგოგების, მშობლების და  ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. სოფელი ველისციხის ერთადერთი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით დახურვის შესახებ მოსწავლეთა მშობლებმა სწავლის დაწყების შემდეგ შეიტყვეს. გააპროტესტეს გურჯაანის  სკოლაში ტრანსპორტირება და მეორე ცვლაში სწავლება. დღეს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად სწავლა ველისციხის სკოლაში პირველ ნოემბერს განახლდება.

მსგავსი