სკოლის რეაბილიტაცია
სამტრედიაში კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა მუნიციპალური განვითარების ფონდმა. მეათე საჯარო სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ეზოს მიმდებარე ტერიტორია. დაწესებულება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა და ის სრულად საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.