სკოლის მშენებლობა

დაბა ბაკურიანში 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი კი დასკვნით ეტაპზეა. სასწავლო დაწესებულება
შენდება ყოფილი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოიცავს  საკლასო ოთახებს, ლაბორატორიას, სპორტულ და კვების სივრცეებს. გათვალისწინებულია სპორტული მოედნის მოწყობა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება. საბავშვო ბაღში,კი  სასწავლო ოთახებთან ერთად, განთავსებულია საძინებლები, ადმინისტრაციული, სამედიცინო და სამზარეულოს ბლოკი. მოწყობილია, ასევე, შიდა და  გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.