სკოლის მშენებლობა ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში 2019 წელს 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

მომავალი წლის ბიუჯეტში გურიაში გათვალისწინებულია ასევე კიდევ რამდენიმე სკოლის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, გურიის გუბერნატორმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გააცნეს.