სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები

ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელმაც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სკოლებში უნდა დააბრუნოს.

პროექტი პედაგოგების გადამზადებას და სხვადასხვა მიზეზით სასწავლო პროცესს მოწყვეტილი მოზარდებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების მომზადებას გულისხმობს. იგეგმება იმ ბავშვების ზუსტი სტატისტიკის შექმნაც, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ან გარკვეულ ეტაპზე სასწვალო პროცესს გამოეთიშნენ.

ბოლო მონაცემებით, ზოგადი განათლება 12 000-მდე ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია.