სკოლის გახსნა

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქვეშში ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა.

სკოლის ორას მოსწავლეს ორი წლის განმავლობაში მეზობელი სოფლების, გარეჯვრისა და ზემო არცევის საჯარო სკოლაში უხდებოდათ სწავლა.

პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სკოლის სამსართულიანი შენობა. ასევე მოეწყო სკოლის პერიმეტრი და შეკეთდა სანიაღვრე სისტემა. სკოლის საზეიმო გახსნას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, გუბერნატორი, განათლების მინისტრი, გორის მერი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გვაზავა ესწრებოდნენ. სტუმრებმა სკოლის შენობა დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის ახალგარემონტებული სკოლის შენობაში გაგრძელება მიულოცეს.