სკოლებში ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება 

21:50, 14.05.2026

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და ერთი ოჯახის წევრი ბავშვების შემდეგ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მესამე კატეგორიისთვის იწყება.

მესამე ეტაპი გულისხმობს ყველა იმ მოსწავლის დარეგისტრირებას, რომლებსაც სწავლა საცხოვრებელ სახლთან ახლოს სურთ. ტერიტორიული პრინციპი წელს პირველად ამოქმედდა და საპილოტე პროგრამა დედაქალაქთან ერთად კიდევ 11 ქალაქს მოიცავს. რეგისტრაციის დროს გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინება წლების განმავლობაში მშობლების დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან ხშირ შემთხვევაში სასურველ ახლომდებარე სკოლებში თავისუფალი ადგილების მოძიება პრობლემა იყო. რეგისტრაციის მესამე ეტაპი ხვალ დილიდან დაიწყება. პროცესი 10-დღიანია.

მსგავსი