სკოლებში საქართველოს ისტორია ბრუნდება

მაღალი კლასის მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას კვლავ ცალკე საგნად ასწავლიან.

წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის და საგნის ცალკე დამატების მიზეზად საზოგადოებრივი განწყობები და ექსპერტების რეკომენდაცია სახელდება. თუმცა, ისევ ძალაში რჩება კონცეფცია, რომლის მიხედვით საკუთარი ქვეყნის ისტორიას მოსწავლეები არა განცალკევებით, არამედ მსოფლიო ქვეყნების ისტორიის კონტექსტში ისწავლიან. საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად დამატებას უკვე მოჰყვა უკმაყოფილება ისტორიკოსების ნაწილის მხრიდან. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ შეკითხვები აქვს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციასაც.

 

დატოვე კომენტარი