სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება

12:01, 15.07.2019

სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა.

სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების სიმბოლური ღონისძიება ხელისუფლების პირველი პირების მონაწილეობით სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.

მსგავსი