სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია

სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში. სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა.

უწყებას მოლოდინი აქვს, რომ შესაბამისი ზომების გატარების შედეგად, სკოლებში ბულინგის შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალული ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების, კონფლიქტისა და  ვანდალიზმის 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბულინგის წინააღმდეგ სამინისტრომ სტრატეგია ორეტაპიანი კვლევის საფუძველზე მოამზადა. პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე 35 000 მოსწავლე გამოიკითხა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება შეისწავლეს.