სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლების განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას განათლების მინისტრი გაეცნო. გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტების ჯამური ღირებულება კი 10 მილიონ ლარზე მეტია.