სკოლების რეაბილიტაცია

კახეთის რეგიონში ორი ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სოფელ სამრეკლოსა და სოფელ ლელიანის სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.