სკოლების რეაბილიტაცია
კახეთის ორ სოფელში, არაშენდასა და ბაკურციხეში კიდევ ორი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
სკოლები 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათ რეაბილიტაციაზე 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახლად რეაბილიტირებული სკოლები განათლების მინისტრმა მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარე გივი მიქანაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი ფუნქციონირებს. ორივე სკოლას აქვს ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უწყების მონაცემებით, 2024 სასწავლო წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონში აშენდა, სრულად რეაბილიტირდა და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 45-მდე საჯარო სკოლას. შედეგად, სასწავლო გარემო 5000-ზე მეტ მოსწავლეს გაუუმჯობესდა. ახალი სასწავლო წლიდან რამდენიმე ახალი სკოლის გახსნაცაა დაგეგმილი.