სკოლების მშნებლობა-რეაბილიტაციის პროცესი

12:28, 15.08.2025

შიდა ქართლში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული საჯარო სკოლები სრულად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ახალი და რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო ლაბორატორიით, სპორტული მოედნებითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1170-მდე მოსწავლე ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურით.

მსგავსი