სკოლების მშენებლობის პროექტი

18:31, 07.02.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლების მშენებლობას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სკოლებში სრულად აღიჭურვება საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზები და მოეწყობა ეზოები. ორივე სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 12,5 მილიონ ლარს აღემატება.

მსგავსი