სკოლების მშენებლობის პროექტი რეგიონებში

18:26, 11.09.2026

როდინაულის და ბაღდათის №1 საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია დასრულდა.

როდინაულის სკოლა გათვლილია 120 მოსწავლეზე, ბაღდათის სკოლა კი 290 მოსწავლეს მიიღებს. ორივე სკოლაში სრულად განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, ეზოები, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი