სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო
12:01, 23.11.2020
ცნობილია, რომ 2021 წელს, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისია. მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ჩვენს ქალაქში არაერთი შემეცნებითი პროექტი განხორციელდება, მათ შორისაა სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, რომლის პირველი ეტაპიც უკვე დაიწყო.