„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დანერგვა გრძელდება

„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დანერგვა გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.

განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისში, ასევე, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში.

სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.