სკოლა-ბანაკი ალგეთის ეროვნულ პარკში

12:32, 14.09.2025

ალგეთის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“ გაიხსნა. მიზანი გარემოსდაცვით პროექტებში ახალგაზრდების ჩართვა და ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაა. სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. პროექტში მონაწილეობას პირველ ეტაპზე 30 სტუდენტი მიიღებს. ბანაკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით მოეწყო.

მსგავსი