ბათუმში, Hive Tech Hub-ის სივრცეში, Skillwill-ის STEM სკოლა გაიხსნა.
სკოლა ტექნოლოგიური განათლების განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხების საშუალებას მისცემს. სკოლა განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. სკოლაში მოსწავლეები კოდინგს, რობოტიკას, ინჟინერიას, მათემატიკასა და სხვა ტექნოლოგიურ დისციპლინებს ინტერაქტიული მეთოდებით შეისწავლიან. სწავლების პროცესი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზეც იქნება ორიენტირებული, რაც ბავშვებს დაეხმარება ახალი უნარების განვითარებასა და ტექნოლოგიურ სფეროში საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.