ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ორ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
გამოძიების პროცესში მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონება დააყადაღეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.