სხვილოს ციხის რეაბილიტაციის პროექტი

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხეზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება. პროცესი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება და მისი დასრულების შემდგომ, სარეაბილიტაციო პროექტის მომზადებაა დაგეგმილი. მომდევნო ეტაპზე კი პროექტის განხორციელების მსვლელობაში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთვება.

სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა შიდა ქართლში. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე მე-14-ე საუკუნეშია აგებული. ციხის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთებია შემორჩენილი. ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.