„სხვა ესმა“ - ესმა ონიანის პერსონალური გამოფენა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ესმა ონიანის პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით – „სხვა ესმა“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე, მხატვრის ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, აქამდე უცნობი ტილოებიც გამოიფინა.

გამოფენისთვის გამოიცა ალბომიც, რომელშიც ესმა ონიანის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, მისი ლექსებია თავმოყრილი. ექსპოზიცია თხუთმეტ მარტამდე გაგრძელდება.