სხდომა თბილისის საკრებულოში

12:21, 18.10.2026

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა კოკაიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე მუკათარიძემ 2025-26 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. როგორც თავად აღნიშნეს, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში, ვარკეთილში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის ყურადღება გამახვილდა: ინფრასტრუქტურულ პროექტების, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციისა და ბინათ- მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე. ასევე, ანგარიშის თანახმად, ვაჟა კოკაიას ინიციატივით შეიქმნა ვარკეთილის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის ეგიდითაც რაიონში არაერთი წარმატებული ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება.

მსგავსი