სემეკ-მა კომპანია GWP-ის 2025 წლის საინვესტიციო გეგმა დაამტკიცა, რომელიც თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე ვრცელდება. საუბარია ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე, რაც მოიცავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას. სამუშაო შეხვედრა დღეს მარეგულირებელ კომისიაში გაიმართა, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, კომისიის თავმჯდომარე და ქალაქ რუსთავის მერიც ესწრებოდნენ.