სხდომა საოლქო-საარჩევნო კომისიაში

ხმაური იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. მათი თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა კანონდარღვევით ხდება და სიაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მხარს მმართველ გუნდს უჭერენ – სკოლისა და ბაღის პედაგოგები. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სწორედ ამ კითხვაზე ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ მოხვდნენ ეს ადამიანები სიაში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომაზე არ დაუშვეს, იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ სხდომაზე დასასწრებად შესაბამისი აკრედიტაცია. ბრალდებებს ცესკო-ში მოგვიანებით, ბრიფინგზე უპასუხებენ.