სხდომა ცესკო-ში
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. ცესკო-მ საერთაშორისო დამკვირვებლად კიდევ ოთხი ორგანიზაცია დაარეგისტრირა. შესაბამისად, 12 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 23 საერთაშორისო და 11 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ასევე აკრედიტაცია გაიარა 16-მა მედიასაშუალებამ. საარჩევნო ადმინისტრაცია დაინტერესებულ მხარეებს ახსენებს, რომ დადგენილ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიარონ რეგისტრაცია-აკრედიტაციისთვის საჭირო პროცედურები.