სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

18:05, 14.08.2026

ოთხ მუნიციპალიტეტში, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართება, სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამის შესახებ განკარგულების პროექტს დღეს კენჭი ცესკო-ს სხდომაზე უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. აღნიშნული არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება, დამტკიცდა დადგენილების პროექტი და ცესკო თანხის მიღების თხოვნით, ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 18 აგვისტოსი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისთვის კონკურსი გამოცხადდება. მათი შერჩევა კი 23 ან 24 აგვისტოს უნდა მოხდეს. აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მოჰყვა იმ საკითხის განხილვას, რომელიც კენჭისყრის კაბინის სახის დადგენას უკავშირდებოდა. განკარგულების თანახმად, შუალედურ არჩევნებში წინა არჩევნების მსგავს კაბინებს გამოიყენებენ. საარჩევნო კაბინის ღია ნაწილის პარამეტრების შეცვლის მომხრეა გახარიას პარტია.

მსგავსი