სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
დღეს გამართულ ცესკო-ს სხდომაზე 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩიეს. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივრეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა 119-მა განაცხადა, მათგან 51 კი სოციალური ქსელის მეშვეობით, გასაუბრების ლაივრეჟიმში გადაცემას დათანხმდა. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკო-მ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.