სხდომა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე

დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტს, დღეს გახდება ცნობილი. საუბარია არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე. სხდომა 3 საათისთვის არის ჩანიშნული.

არ არის გამორიცხული, კომისიის სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმაც წარმოადგინონ საკუთარი ალტერნატიული პროექტი. კომისიის გუშინდელ სხდომაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რიგ რეკომენდაციებზე დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. „ევროპული საქართველო“ საკუთარ დასკვნაში ითხოვს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას და ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სამართლებლივ პასუხისგებაში მიცემას. ასევე, გამომძიებლებისა და პროკურორების დაკავებას, რომლებიც ამ საქმეს იკვლევდნენ.