სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო, რომელსაც კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების დაფინანსებას ედავებიან, ჟურნალისტური გამოძიების სამიზნეც აღმოჩნდა. „ალ ჯაზირას“ კორესპონდენტების  საგამოძიებო მასალები ვიქტორ იანუკოვიჩის კორუფციულ სქემებს ეხება. როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნიდან უკანონოდ მითვისებული 1,5 მილიარდის გატანა, სავარაუდოდ, მოახერხა. საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, ამ პროცესში ექს-პრეზიდენტს უკრაინელი ოლიგარქებიც ეხმარებოდნენ.

ლევან ახალაია გვეტყვის, რა გზით და ვისი ხელშეწყობით გადიოდა უკრაინიდან მილიონები.