სკანდალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატის ირგვლივ - ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა

მოხსნილი კანდიდატურები და სკანდალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად წარდგენილი ზვიად დევდარიანის ირგვლივ.   არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელს “ქალთა მოძრაობა” სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ხმაურიანი ბრალდებების გამო, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნა მოუწია, თუმცა, დევდარიანი მომხდარს მიზანმიმართულ შანტაჟს უწოდებს. კონკურსიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებების ადრესატის მეგობარმა და კავშირ  „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამაც.

რა პოზიციები აქვთ დაპირისპირებულ  მხარეებს,  რას აცხადებენ ორგანიზაცია “სიდაში” და როგორია სახალხო დამცველის შეფასება, რომლის კვოტითაც, შესაძლოა, მაუწყებლის ბორდის რიგებში დევდარიანი მოხვედრილიყო.

თამარ წიკლაური დეტალებით.