ჭადრაკში რუსეთის ფედერაციის წარმოამდგენლები სკანდალში ეხვევიან. ბათუმში საჭარდაკო ოლიმპიადის ფარგლებში მათ შემდეგი ოლიმპიადის სარეკლამო მასალა დაარიგეს, რომელიც ქალაქ ხანტი-მანსიისკში უნდა გაიმართოს.
სხვადასხვა მასალას შორის იყო საქართველოს რუკა, რომელზეც ჩვენი ქვეყანა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი.
საკითხს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და მომხდარი მიუღებელ ქმედებად შეაფასა.