სკანდალი ევროპა ლიგის მატჩამდე

სკანდალი ევროპა ლიგის მატჩამდე. 9 და 16 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ „კუკეშს“ შეხვდება. თამაშამდე ორი დღით ადრე, „კუკეშმა“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მხარე მათ მოთამაშეებს ვიზებს არ აძლევს. საუბარია ალბანური კლუბის ოთხ ფეხბურთელზე, რომლებსაც საქართველოს საზღვარზე შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს სპორტსმენები საქართველოში ჯერჯერობით უცნობია. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ქუთაისის „ტორპედოში“ არ აკეთებენ.