სიზმრები იაპონიაზე

გალა-წარმოდგენა ოპერის და ბალეტის თეატრში.

საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი საბალეტო დადგმით აღინიშნება – 18-წლიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი ერთმოქმედებიან ბალეტს, „სიზმრები იაპონიაზე“ წარმოადგენს.

გალა წარმოდგენის პირველი ნაწილი იაპონურ ანსამბლს დაეთმობა. მსმენელის წინაშე კომპოზიციები   ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით შესრულდება. კაბუკის თეატრის თემატიკაზე შექმნილი ბალეტის პრემიერა თბილისში 2004 წელს გაიმართა.