სიწმინდეების მოლოცვა სამების საკათედრო ტაძარში 

საზოგადოება „ივერიისას“ ინიციატივით, ქართული საზოგადოების შემოწირულობით, სპეციალურად დამზადდა ლუსკუმა, რომლის ავტორია დავით კაკაბაძე უმცროსი. ამ ლუსკუმაში იქნა ჩაბრძანებული წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე. ხვალ, 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიწმინდე დაბრძანებული იქნება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და მრევლს მიეცემა შესაძლებლობა, მოილოცოს ეკლესიის განსაკუთრებული სიწმინდე.