სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების რეფორმა

12:20, 23.09.2026

იუსტიციის სამინისტრომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით საჯარო სექტორის 100-მდე წარმომადგენლის გადამზადება დაიწყო. პროგრამის მიზანია ამ კუთხით თანამედროვე სისტემის შექმნა. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების რეფორმის ფარგლებში მომზადდა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. ტრენინგების დასრულების შემდეგ, სივრცითი მონაცემების მწარმოებელი 20-მდე საჯარო უწყებისთვის ერთწლიანი მენტორობის ეტაპი დაიწყება.

გადამზადების პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი  პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

მსგავსი