სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს პარლამეტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რომან გოცირიძის განცხადებით, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

გოცირიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის ექვსი მოწმე, რომლებიც, მისი განცხადებით, ცრუ მოწმეები არიან. გოცირიძის მიმართვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ მოუწოდა მას, ეჩვენებინა კონკრეტული ფოტოები და მტკიცებულებები, რის შემდეგაც რომან გოცირიძემ მას ტელეფონში ფოტოები აჩვენა და განაცხადა, რომ ყველაფერი იძებნება სოციალურ ქსელში.

მდინარაძის განცხადებით, ეს საკითხები სასამართლოს გადასაწყვეტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, პოლიტიკური დემაგოგია ალაპარაკებს.