სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ხმაური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გაწვევაზე მსჯელობდნენ. ინიციატივა „ევროპულ საქართველოს“ ეკუთნის. შეხვედრას ესწრებოდა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძეც. სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე ანრი ოხანაშვილმა და ეკა ბესელიამ იკამათეს. ოხანაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს იმის გამო, რომ ვერ შეელია თანამდებობას. აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაპირისპირება მოჰყვა. ბესელიამ ოხანაშვილის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.