სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში. შენობის დერეფანში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი ნეპოტიზმი იყო. დეპუტატები ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომელი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო უფრო მეტი დოზით მსგავსი შემთხვევები.