სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გორში

15:06, 09.04.2018

გორში, სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში შელაპარაკება ახალგაზრდებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა და ჩხუბში გადაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩხუბის დროს ცხრა ადამიანი დააკავეს. კერძოდ, სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით და ექვსი პირი სისხლის სამართლის წესით, 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს.

მსგავსი