„სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი კონკურენციის სააგენტომ დაუშვებლად ცნო

სიტროენ ჯორჯიას საჩივარი კონკურენციის სააგენტომ დაუშვებლად ცნო, თუმცა, საჩივრის ის ნაწილი, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, კონკურენციის სააგენტო ამ ნაწილს გამოიკვლევს.

საუბარია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევაზე. სიტროენ ჯორჯიას საჩივართან დაკავშირებით, განცხადება კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა.

საჩივარი ორ საკითხს ეხებოდა, ერთ შემთხვევაში კომპანია სახელმწიფო ორგანოებს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებდა და მიუთითებდა, რომ მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო ექვს ეკონომიკურ აგენტს ანიჭებდა უპირატესობას, რაზეც კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტროენ ჯორჯიას საჩივარში ამის საფუძველი არ ჩანდა და არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები. თუმცა, საჩივრის კიდევ ერთი ნაწილი ეხებოდა კონკრეტული კომპანიების მხრიდან შესაძლო კარტერულ გარიგებას და ამით კონკურენციის შეზღუდვას.

კონკურენციის სააგენტო სწორედ ამ ნაწილის შესწავლას იწყებს. დავა სიტროენ ჯორჯიამ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერის შემდეგ დაიწყო. მაშინ, როდესაც გია გაჩეჩილაძის იგივე უცნობის სიძის კომპანიამ, 11 რეანომობილის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი პირველ ეტაპზე მოიგო, თუმცა, მოგვიანებით გარკვეული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.

გადაწყვეტილებას კომპანიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.