„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს

თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. დოკუმენტის 6 წლით ადრე გაუქმების გამო, მერიას ჯარიმის გადახდა არ მოუწევს, რადგან კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, – ასეთია ოფიციალური განცხადება მერიიდან.  გადაწყვეტილების დეტალები კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.