„სითი პარკმა“ თბილისი დატოვა

თბილისში პარკირებაზე პასუხისმგებელი კომპანია ოფიციალურად შეიცვალა.

„სითი პარკის“ ნაცვლად მიმართულებას დღეიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია „თბილისი პარკინგი“ იბარებს. კონტროლიორ-ინსპექტორები უკვე მუშაობენ ქალაქის სხვადასხვა უბანში. სიახლეს სკეპტიკურად უყურებს საკრებულოს ოპოზიცია. უმრავლესობა კი იზიარებს დედაქალაქის მთავრობის პოზიციას, რომ პარკირებაზე პრობლემები არ შეიქმნება.

ანა ბროლაძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს.