„სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია იწყება
სავაჭრო ცენტრის, „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია იწყება. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა შეიცვლება. ცვლილების მიზანია ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რომ შემცირდეს კონფლიქტური მანევრები. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.