„სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა

დედაქალაქის  ცენტრალური უბანი მასშტაბურ აფეთქებას გადაურჩა.  „სითი მოლის“ „გუდვილის“ ფილიალში, ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი თანამშრომლებმა იგრძნეს და „თბილისი ენერჯის“  დაუკავშირდნენ.  კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე  გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს და  დროული რეაგირებით სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება თავიდან აიცილეს.

როგორც ირკვევა, „გუდვილის“ სამზარეულოში, გაზქურის 8 ონკანი ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული.  მომხდარს მზარეულის დაუდევრობას უკავშირებენ,  „სითი მოლში“ კი აცხადებენ,  რომ  შენობაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად არის  დაცული.

მომხდარის რეალური მიზეზების დასადგენად ადგილზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები,  გამოძიება  კი  გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მაშინ როდესაც უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით,  გაზის შიდა მოწყობის ტექნიკური რეგლამენტის მიღება ჭიანურდება,  ბუნებრივი აირის გაჟონვის სტატისტიკა  საგანგაშოდ მაღალია.

დატოვე კომენტარი