„სითი ინსტიტუტ ჯორჯია“ მერიის საქალაქო სამსახურებთან შეხვედრებს იწყებს

„სითი ინსტიტუტ ჯორჯია“ ხვალიდან მერიის საქალაქო სამსახურებთან შეხვედრებს იწყებს.

არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ შეხვედრებზე უშუალოდ მერიის თანამშრომლებისგან მოისმენენ თუ რა ხარვეზი აქვს დოკუმენტს.

ქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მიესალმება დოკუმენტის შეფასების პროცესში საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართვას. მერაბ ბოლქვაძის თქმით, კვალიფიციური ექსპერტების შეფასება მათთვის მნიშვნელოვანია და ეს პროცესი ხელს შეუწყობს, რომ დედაქალაქმა მაღალი დონის დოკუმენტი მიიღოს.