სისხლის უანგარო დონორების დაჯილდოება 

მრავალწლიანი სამზადისის შემდეგ მომავალ წელს ქვეყანაში სისხლის უანგარო დონაციის სისტემა სრულად უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სისხლის გაღება აიკრძალება. პროცესში კომერციული ინტერესების გამორიცხვა უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დასაცავად ერთ-ერთი ევროდირექტივაა. იყო შემთხვევები, როცა ანაზღაურებით დაინტერესებული პირები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალავდნენ, რაც სისხლის მიმღებს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებდა. ახალი სისტემის დანერგვამდე უანგარო დონორთა წამახალისებელი კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

კამპანიის ფარგლებში დღეს პირველი არხი დააჯილდოვეს. ჯილდო ტელევიზიამ სათანადო გაშუქების და უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობის გამო მიიღო.