ქვეყანაში სისხლის დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება.
ეტაპობრივად იგეგმება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. ამ თემებზე ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელმაც უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სისტემა უნდა შექმნას. რეფორმის მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს უანგარო დონორების წილი, ხოლო სისხლით ვაჭრობა შემცირდეს, გარკვეულ ეტაპზე კი, ეს პრაქტიკა მთლიანად აღმოიფხვრას, რადგან უსაფრთხო სისხლის მარაგების შექმნისთვის სწორედ უანგარო რეგულარული დონორების არსებობაა აუცილებელი.